"ოცნება" ამტკიცებს, რომ პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი "ერთმნიშვნელოვნად წარმატებული იყო"
"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრის ბრიუსელშ ვიზიტი წარმატებული იყო. მმართველი გუნდის წევრი ასევე, ოპოზიციას ცრუ ბრალდებებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათი განცხადებები პრემიერის და მიშელის ბრიფინგის ჩაშლის მიზეზებთან დაკავშირებით, არასერიოზულია.
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო ერთმნიშვნელოვნად წარმატებული და არ მგონია, აქ ვინმეს თავის სამსართლებად ჰქონდეს საქმე. ამის დემონსტრირება იყო იგივე სტოლტენბერგმა რაც გააკეთა. განცხადებები, მემგონი, ყველამ მოისმინეთ და რა შეფასებები გაკეთდა უმაღლეს დონეზე. რაც შეეხება საკითხს, იმასთან დაკავშრებით ოპოზიცია რასაც ამბობს, ეს არის მართლაც არასერიოზული მცდელობა უბრალოდ, რომ აი, ის დიდი წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გადაიფაროს, მათ შორის, ისეთი მკვახე განცხადებებით, როგორიც კეთდება მაგალითად, ჩაშლილ ბრიფინგთან დაკავშირებით, - ამბობს სარჯველაძე.