ლევან ხაბეიშვილმა თანაპარტიელები მეგობრებიდან წაშალა

26.04.23 13:52
ლევან ხაბეიშვილმა თანაპარტიელები მეგობრებიდან წაშალა

ენმ-ს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მისი თანაპარტიელი ლევან გორგილაძე ფეისბუკიდან წაშალა. ამის შესახებ პარტიის აჭარის რაიონული ორგანიზაციის წევრი "პირველებთან" საუბრობს.

გორგილაძე ამბობს, რომ ხაბეიშვილმა მას პარტიის გინება დააბრალა და მათ შორის დაპირისპირება იმ ფაზაში გადავიდა, რომ გორგილაძის მონიშნულ პოსტებს ხაბეიშვილი არც იმჩნევს, მეტიც, მონიშნას შლის და პასუხსაც არ სცემს.

„როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობაზე გაქვს პრეტენზია, მინიმუმ უნდა შეგეძლოს, რომ შენი ნათქვამი არგუმენტირებულად გაამყარო. დადოს ერთი ფაქტი ლევან ხაბეიშვილმა, სადაც ლევან გორგილაძე პარტიას აგინებს, ან ლანძღვას და მართლა ქუდს დავიხურავ და გვერდზე დავდგები. იმას თუ გულისხმობს, რომ მათ შორის საჯაროდ აქვს კითხვები და მოვითხოვ იმ დაპირებების შესრულებას, რაც წინასაარჩევნოდ გაჟღერა მან და მისმა გუნდმა, ეს არც პარტიის გინებაა და არც ლანძღვა, ეს არის სურვილი, რომ პარტია წინ წაიწიოს და შესრულდეს ეს დაპირებები, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის მიმართებით. მის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან, რა ვიცი ლევან ხაბეიშვილს ისიც ჩასძახეს ალბათ, სიიდან ამოვეღე მეგობრებთან ერთად და ამასთან ერთად ისიც, რომ “Facebook”-დან წავეშალე, მიუხედავად იმ ურთიერთობისა, რაც ჩვენ ანტიკორუფციული მიმართულებით გვაკავშირებდა და კარგადაც გამოგვდიოდა თანამშრომლობა. სამწუხაროდ, ჩაკეტილია ყველაფერი, შესახმიანებლად აღარ დაგვრჩა არანაირი გზა და როცა საჯაროდ ფესიბუკით მას ვნიშნავ და კითხვებს ვუსვამ, მონიშვნასაც შლის იმის მაგივრად რომ პასუხები გამცეს.“- ამბობს გორგილაძე.

"პირველების" ინფრომაციით, გორგილაძის გარდა, ენმ-ს თავმჯდომარემ ფეისბუკიდან სხვა თანაპარტიელებიც წაშალა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ხაბეიშვილის პოლიტიკას არ იზიარებენ და მას ხშირად აკრიტიკებენ

მსგავსი სიახლეები