"პოზიციებზე ვერ შეჯერდნენ" - კორძაია მიშელის და ღარიბაშვილის ჩაშლილ ბრიფინგზე

26.04.23 13:53
"პოზიციებზე ვერ შეჯერდნენ" - კორძაია მიშელის და ღარიბაშვილის ჩაშლილ ბრიფინგზე

პრემიერი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი პოზიციებზე ვერ შეჯერდნენ, - ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია ღარიბაშვილი და მიშელის ჩაშლილ ბრიფინგს.

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ევროპელ კოლეგებზე უარყოფითი გავლენა "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა და ქმედებებმა იქონია. 

ფაქტი, რომ ერთობლივი ბრიფინგი არ ჩატარდა, ადასტურებს იმას, რომ პოზიციებზე ვერ შეჯერდნენ, რადგან, ბუნებრივია, ის, რაც მოხდა პარლამენტში საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, აისახებოდა შედეგებზეც, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“, მმართველი პოლიტიკური ძალა, მიდის დასავლური გადაწყვეტილებების წინააღმდეგ და ბოიკოტს უცხადებს სახელმწიფოებრივი საქმიანობის განხორციელებას. ეს ერთი ნაწილია. მეორე - როდესაც საუბრობს „ქართული ოცნება“ , რომ ყვლა პუნქტი შესრულებულია 12 პუნქტიდან, პასუხი პირველ პუნქტთან დაკავშირებით, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით ნეტა რა აქვთ და რითი ასაბუთებენ, რომ ეს შეასრულეს, - ამბობს კორძაია.

მსგავსი სიახლეები