ევროპელ ლიდერებთან ფოტოებს იღებენ, ვითომ მედასავლეთეები არიან - გიორგი ვაშაძე "ოცნებაზე"

26.04.23 14:01
ევროპელ ლიდერებთან ფოტოებს იღებენ, ვითომ მედასავლეთეები არიან - გიორგი ვაშაძე "ოცნებაზე"

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები მხოლოდ თავს აჩვენებენ, თითქოს მედასავლეთეები არიან. გიორგი ვაშაძის თქმით, ამას ევროპელი პარტნიორებიც კარგად ხვდებიან და საქართველოს ხელისუფლების "სისულელეებით" უკვე დაიღალნენ. ოპოზიციონერი ბრიუსელში პრესკონფერენციის ჩაშლის მიზეზადაც სწორედ ამ გარემოებებს ასახელებს. 

პრემიერის ვიზიტი, იქ საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ერთადერთ მიზანს ემსახურება: ფოტო გადაიღონ ევროპელ ლიდერებთან ერთად, რომ შეატყუონ ქართულ საზოგადოებას, რომ ვითომ ისინი არიან მედასავლეთეები, მაგრამ ეს ყელში ამოუვიდა უკვე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. პასუხი იქიდან იქნებოდა შემდეგი“ დავიღალეთ რაღაც სისულელეების მოსმენით, გვჭირდება შედეგი. აი, ეს იქნებოდა შინაარსი და  ამიტომაც გაუქმდა ეს პრესკონფერენცია, ამიტომაც იყო საკმადო მკაფიო გზავნილი შარლ მიშელის მხრიდან, - ამბოლბსგიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები