საუბარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხო - სახალხო დამცველი კასიანოვს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს ანდრიი კასიანოვს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენი აპარატის ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.
"შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგის პროცესს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
კასიანოვმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა".-წერია უწყების განცხადებაში.