კობახიძე, პაპუაშვილი, მდინარაძე - ოპოზიცია "ოცნების" ლიდერების დასანქცირებას ითხოვს

26.04.23 14:54
კობახიძე, პაპუაშვილი, მდინარაძე - ოპოზიცია "ოცნების" ლიდერების დასანქცირებას ითხოვს

მოსამართლეების შემდეგ ამერიკული სანქციების  კანიდატები შესაძლოა, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მამუკა მდინარაძე გახდნენ. პარლამენტში  მოწყობილი საბოტაჟის, კონსტიტუციის დარღვევისა და სანქცირებული მოსამართლეების დაცვის გამო "ქართული ოცნების" ლიდერების დასანქცირებას ოპოზიცია ითხოვს.

გადაწყვეტილება პოლიტიკური  პარტიების ლიდერებმა ერთობლივ შეხვედრაზე მიიღეს. საგანგებო თათბირზე პოლიტიკოსებმა  კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ  საგამოძიებო კომისიის შექმნის და ახალი სანქცირების კანიდატებზე იმსჯელეს.

კორუფციაში ბრალდებული მოსამართლეების მიმართ განხორციელებული სანქციების შემდეგ სასამართლოშ არსებული კორუფციის შესწავლა არ უნდათ, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ამ საბოტაჟით ხელს აფარებს კორუფციას ამ ქვეყანაში, შესაბამისად, კორუფცია მათი პრობლემაც გამოდის. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ კონკრეტული პირების მიმართ, გავრცე;ლდეს მსგავსი სანქციები. საუბარია საქართელოს პარლამენტის თავმდჯომარეზე, საუბარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარეზე, საუბარია ფრაქციის თავმდჯომარეზე, - განაცხადა თამარ კორძაიამ. 

მსგავსი სიახლეები