მზად ვართ, შევქმნათ ოპოზიციური კოალიცია ენმ-ს გარეშე - "ლელო"
პარტია "ლელო " ოპოზიციური გაერთიანების მომხრეა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია არჩვნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს, მაგრამ გამარჯვების შემეთხვევაში კოლიციისთვის მზად არის. ამის შესახებ პარტიის წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
ვართ მზად და მომხრე, რომ არჩევნების შემდეგ შევქმნათ კოალიცია, იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, ვისაც ყველაზე უფრო მეტი სიახლოვე აღმოაჩნდება "ლელოს" პროგრამასთან. ჩვენ ვთვლით, რომ არჩევნების წინ და არჩევნებამდე "ოცნებასთან" ან "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩვენი რაიმე გრძელვადიანი თანამშრომლობის კოალიცია, შეთანხმება და ასე შემდეგ, ეს არის გამორიცხული, - ამბოლბს "ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი.
ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა დღის წესრიგში IRI-ის რეიტინგების შემდეგ დადგა. მონაცემების მიხედვით, თუ ოთხი ოპოზიციური პარტია საერთო ენას გამონახავს და გაერთიანებას მოახერხებს, მაშინ "ქართული ოცნება" არჩევნებს დიდი სხვაობით წააგებს.