"ნონსენსია" - სარჯველაძე "ოცნების" ლიდერების დასანქცირებაზე
"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც კობახიძე-პაპუაშვილი-მდინარაძის დასანქცირებას გულისხმობს, ნონსენსს უწოდებს.
მმართველი გუნდის წევრი ხელისუფლების ოპონენტების მოტივსაც არასაკმარისად მიიჩნევს და ამბობს, რომ არ შეიძლება პარლამენტი საგამოძიებო სტრუქტურად იქცეს.
პასუხი ამას აქვს ერთი: ეს არის ნონსენსი. ჯერ ერთი, ფაქტობრივად არასწორ რაღაცეებს ავრცელებს და მერე მეორე, რომ აბსოლუტურად ლოგიკა გაუმართავია. პარლამენტი არ არის ალტერნატივა საგამოძიებო რომელიმე სტრუქტურის. არსებობს საგამოძიებო სტრუქტურები და ყველა საკითხთან დაკავშირებით მათ მოვალეობა აქვთ, რომ წარმართონ საგამოძიებო პროცედურები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა დუბლირება მოხდეს ამ ფუნქციის და პარლამენტი ვაქციოთ საგამოძიბეო სტრუქტურად. აქვს კონკრეტული რეგლამენტი, კონკრეტული წესი საგამოძიებო კომისიის შექმნას და არ მგონია, ამ შემთხვევაშ, კრიტერიუმად გამოდგებოდეს ის, რომ ოპოზიცია ახლა სურვილი აქვს ან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესზე მიუთითებდეს, რომ ყველა საგამოძიეო ფუნქცია წამოიღოს საკუთარ თავზე პარლამენტმა, - ამბობს სარჯველაძე.