ხაბეიშვილი ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ მიშას გულშემატკივარია, დროა დაიწყოს აქციები - ჟორჟოლიანი
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილმა გამარვება არჩევნებში მხოლოდ იმიტომ მოიპოვა, რომ მან ამომრჩეველი დაარწმუნა, რომ დაპატიმრებულ პრეზიდენტს ციხიდან გამოიხსნიდა. ამიტომაც მიხელ სააკაშვილის მეგობრის თქმით, ახლა ხაბეიშვილმა თავის დანაპირები უნდა შეასწრულოს და იმ ახლხთან ერთად, ვინც მას ენდო და მხარი დაუჭირა, აქციები უნდა დაიწყოს.
ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა იმის ხარჯზე, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს დაარწმუნა, რომ ის უფრო მეტი გულშემატკივარია მიშასი, ვიდრე მელია. იმიტომ, რომ მანამდე არსებობდა ფაქტები, რაც ადასტურებდა, რომ ნიკა მისი დიდი გულშემატკივარი არ იყო. კულუარულ ინფორმაციას არ ენდო ამორმჩეველი, ხაბეიშვილმა კი თქვა, მე უფრო მეტს ვიზამ, კედელსაც შევანგრევ, ჯადოქარი ვარ, სასწაულებს ჩავიდენ და მიშა იქნება თავისუფალი. ქვეყნის 61% ამბობს, რომ მიშა უნდა იყოს გადაყვანილი. შესაბამისად, თუ კვლევა ამ ციფრს დებს, ჩვენ გვიჩნდება იმის განცდა, რომ სწორი მენეჯმენტის პირობებში, ამ ხმების და ადამიანების სწორად გამოყენების პირობებში, შედეგს მივაღწიოთ. ხელისუფლებამ დაინახა, რომ პროტესტი გულწრფელია და გულწრფელ პროტესტს ვერ შეაჩერებენ. რეაგირება მოყვა და ხელისუფლება დამარცხდა. (საუაბრია მარტის აქციებზე) ეს იმას ნიშნავს, რომ ხაბეიშვილმა თავის დანაპირები უნდა შეასწრულოს. ციფრი წინ უდევს, რამდენი ადამიანი ემხრობა და ამ ადამიანების სწორად გამოყენებით უნდა დაიწყოს აქციები. ჩვენ მზად ვართ, დაგვიძახოს, სადაც გვეტყვის, დღისით, ღამით, იქ გავჩნდებით". - ამბობს ტელეწამყვანი.