მზად ვართ, ეროვნული ინტერესი პარტიულზე მაღლა დავაყენოთ და კოალიცია შევქმნათ - კირკიტაძე
ენმ ოპოზიციური კოალიციის მომხრეა. ამის შესახებ დავით კირკიტაძემ განაცხადა. ოპოზიციის წევრის თქმით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია "ქართული ოცნების" დასამარცხებლად კოალიციის შესაქმნელად ყოველთვის მზადაა.
„ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, ქვეყნის ეროვნული ინტერესი დააყენოს პარტიულ ინტერესზე მაღლა და ამ ქვეყნის მთავარი შემაფერხებელი, ამ ქვეყნის მთავარი ბარიერი ჩვენი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის "ქართული ოცნება", მისი ხელისუფლებიდან გასაშვებად მზად არის, გადადგას ყველა ნაბიჯი, რომელიც არის საჭირო, მათ შორის, მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა, ოპოზიციურ პარტიებთან იქნება ეს, კოალიციის შექმნა, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, - ამბობს კირკიტაძე.
ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა დღის წესრიგში IRI-ის რეიტინგების შემდეგ დადგა. მონაცემების მიხედვით, თუ ოთხი ოპოზიციური პარტია საერთო ენას გამონახავს და გაერთიანებას მოახერხებს, მაშინ "ქართული ოცნება" არჩევნებს დიდი სხვაობით წააგებს.