სად არის ლევან ხაბეიშვილი - ენმ-ს თავმჯდომარე გაუჩინარდა

26.04.23 15:23
სად არის ლევან ხაბეიშვილი - ენმ-ს თავმჯდომარე გაუჩინარდა

სკანდალური განცხადების შემდეგ ლევან ხაბეიშვილი არ გამოჩენილა - ნაცმოძრაობის თავმჯდომარეს,  რომელმაც თანაგუნდელები პარტიის გინებაში დაადანაშაულა, მტკიცებულებებს თხოვენ, თუმცა არც მტკიცებულებები და არც ხაბეიშვილი არსად ჩანს.

"პირველების" კითხვას მტკიცებულებებზე, არც ხაბეიშვილის ფლანგის წევრი ლევან ბეჟაშვილი პასუხობს.

"ჩვენი მთავარი ამოცანა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი შემადგენლობის არის ბრძოლა ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან, რომლებიც არიან მთავარი წინააღმდეგობა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის. აი ამ საკითხებზე უნდა ვკონცენტრირდეთ", - ამბობს ბეჟაშვილი.

"ნაცმოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. რეპრესიებში დადანაშაულებულ ლევან ხაბეიშვილს თანაგუნდელები მტკიცებულებეს თხოვენ.

ენმ-ს თავმჯდომარემ აჭარის ორგანიზაციის წევრები  პარტიის გინებაში დაადანაშულა და ამითი ბათუმის საკრებულოს მომლოდინეთა სიიდან მათი ამოღება ახსნა. ამ განცხადების გამო პარტიის წევრებმა კი თავმჯდომარეს მატყუარა უწოდეს და გინების დამადასტურებელი მტკიცებულების გასაჯაროვებაც მოსთოხვეს.

 

მსგავსი სიახლეები