რას ერთიანდებიან და რისთვის, ჩემთვის გაუგებარია - ნათელაშვილი ოპოზიციური კოალიციაზე

26.04.23 15:28
რას ერთიანდებიან და რისთვის, ჩემთვის გაუგებარია - ნათელაშვილი ოპოზიციური კოალიციაზე

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ კოალიციაზე საუბარი ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ უნდა დაიწყოს. შალვა ნათელაშვილისთვის გაუგებარია, ახლა ვინ და რისთვის ერთიანდება. 

კოალიციებზე უნდა ვისაუბროთ ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, მით უფრო, რომ მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს საარჩევნო ბლოკების შექმნას, არჩევნების წინ ხომ, ეს ხომ ცნობილია, მიიღეს კანონი და აბა, რას ერთიანდებიან ვინ ერთიანდება და რატომ ერთიანდება ჩემთვის გაუგებარია,  - შალვა ნათელაშვილი.

ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა დღის წესრიგში IRI-ის რეიტინგების შემდეგ დადგა. მონაცემების მიხედვით, თუ ოთხი ოპოზიციური  პარტია საერთო ენას გამონახავს და გაერთიანებას მოახერხებს, მაშინ "ქართული ოცნება" არჩევნებს დიდი სხვაობით წააგებს.   

მსგავსი სიახლეები