ახალი მტკიცებულება მკვლელი შადრევნის საქმეზე - აფარებს თუ არა ხელს მერია "გრინსერვის +"-ს?
გასაჯაროვებულია კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ მერიამ ვაკის პარკის შადრევანი ისე გახსნა, რომ იქ რეაბილიტაციის პროცესი დასრულებული არ ყოფილა. შადრევნის კასკადების დაუსრულებელი რეაბილიტაციის გამო "გრინსერვის ჯგუფი" დაჯარიმუბულია, თუმცა კომპანიას, რომლის შესრულებულ სამუშოებსაც, სავარუდოდ, 13 წლის მარიტას სიცოცხლე შეეწირა, მერიამ სიმბოლური სანქცია 2 595 ლარი დააკისრა.
მერიაში კითხვაზე პასუხები არ აქვთ. ირაკლი ხმალაძე "პირველებთან" ამბობს, რომ ამ საკითხს არ იცნობს და შესაბამისად ინფომაცია არ აქვს.
რაც შეეხება კალაძის მოადგილეს, ანდრია ბასილაია კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტაზე დეტალურად საუბრობს, თუმცა, თუ რატომ არ გაუჩნდათ კითხვები გრინსერვისის მიმართ მაშინ, როდესაც მერიამ შადრევანი ჩაიბარა, ანდრია ბასიალაია კითხვებს გაექცა.
ხელშეკრულება შეწყვეტილია ცალმხრივად ამ ეტაპზე, ვინაიდან, გასაგები მიზეზების გამო არ შესრულდა ის პირობები, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მათ შორის საგარანტიო თანხის გამოთხოვა, მათ შორის ხელშეკრეულების შეწყვეტა, ეს პროცედურები განხორციელდა და ხელშეკრულება არის შეწყვეტილი ცალმხრივად ამ ეტაპზე". - ამბობს ანდრია ბასილაია.
"გრინსერვის +"-ის მოწილე კობა ხარშილაძე თბილისის მერიის მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ის სამართლებრივ დავას აანონსებს.
არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ სასამართლოში. საქმე წარმოებაშია, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, მერე ვიცით რა ტრაგედიაც მოხდა და ვერ გაგრძელდებოდა. ჩვენ ამაზე წერილი მივწერეთ, რა გაგრძელება უნდა ჰპოვოს ამ ხელშეკრულებამ, რაზედაც პასუხი არ დაბრუნებულა. ჩვენი წერილის მიხედვით, ჩვენ თანახმა ვიყავით, რომ სამუშაოები შემწყდარიყო". - ამბობს კობა ხარშილაძე.
მიუხედავად იმისა, რომ "გრინსერვი +" დაჯარიმდა და პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა კომპანიის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს. "გრინსერვის +" მაინც იღებს ტენდერებში მონაწილეობას და მისი შავ სიაში შეტანა არ მომხდარა. სწორედ ამიტომ, ოპოზიციისთვის ეს ფაქტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ მერია კომპანიას და მის ხელმძღვანელობას ხელს აფარებს.
მერია თავისივე გამოცემულ დოკუმენტებში ეწინააღმდეგება თავის თავს. ერთის მხრივ იზახის, რომ 2022 წლის აგვისტოში ყველაფერი შესრულებული იყო, ხოლო 2023 წლისთვის იძახის, რომ სამუშაოები არის შეუსრულებელი და შეუსრულებლობისთვის აჯარიმებს კომპანიას. თან არსად არ ახსენებს, რომ კომპანიის და მერიის დაუდევრობის გამო, ვაკის პარკში დატრიალდა ტრაგედია. მინიმუმ, რომ არაჯეროვანი შესრულება ჩაწერილიყო დოკუმენტებში, ამასაც არ წერს".- ამბობს ბესო დონაძე.