12 რეკომენდაცია ისევ მაგიდაზე დევს, ოცნება მას არ ასრულებს - ვიოლა ფონ კრამონი

26.04.23 17:19
12 რეკომენდაცია ისევ მაგიდაზე დევს, ოცნება მას არ ასრულებს - ვიოლა ფონ კრამონი

გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ  "12 რეკომენდაცია ისევ მაგიდაზე დევს და მას საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს". 

როგორც გავლენიანმა ევროდეპუტატმა "პირველებს" განუცხადა, მას ქართული საზოგადოების იმედი აქვს: 

12 რეკომენდაცია ისევ მაგიდაზე დევს და არ არის შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება მას არ ასრულებს, გვაქვს იმედი ქართველი ხალხის ზეწოლისა და საზოგადოების მხარდაჭერის ევროინტეგრაციის მიმართ.

დიდ იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ ხელისუფლება არ მუშაობს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად. ეს იმედგაცრუება ქართული საზოგადოებისგანაც იგრძნობა. სტატუსის მისაღებად საჭიროა კანონის უზენაესობა, პოლიტპატიმრების განთავისუფლება, დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, ეს ყველაფერი მაგიდაზე დევს შესასრულებლად." - აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

მსგავსი სიახლეები