1256 გადაფორმებული მიწის ნაკვეთი საქართველოში - რომელ რეგიონებს ანიჭებენ უპირატესობას რუსეთის მოქალაქეები

26.04.23 17:52
1256 გადაფორმებული მიწის ნაკვეთი საქართველოში - რომელ რეგიონებს ანიჭებენ უპირატესობას რუსეთის მოქალაქეები

ეკონომიკური ოკუპაცია -ასე აფასებენ ექსპერტები რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ქონების მასობრივი შესყიდვის ფაქტებს. მონაცემები საგანგაშოა. მხოლოდ ბოლო სამ თვვში, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებმა რეგიონებსა და თბილსიში 1256 მიწის ნაკვეთი გადაიფორმეს. ყიდულობენ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ მშენებლობა და ბიზნესის წამოწყებაც შეუძლიათ. ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ.

უძრავი ქონების ეროვნული აოსციაციის თავმჯდომარე ვაჟა მებაღიშვილის თქმით, რუსეთის მოქალაქეები უპირატესობას დიდ ქალაქებს ანიჭებენ. 

მოსწონთ დიდი ქალაქები, მათ შორის, თბილისი, ბათუმი, კახეთზე არის მაღალი ინტერესი.  ზოგს აინტერესებს, რომ უბრალოდ შეისყიდოს და ელოდება იმას, რომ უფრო ძვირად გაყიდის და ამიტომ ყიდულობს. ზოგი ხედავს ბიზნეს-ინტერესებს იმ კუთხით, რომ ფიქრობს მშენებლობა დაიწყოს და გაიტანოს საცალო გაყიდვაზე. რაც გვიცავს, ეს არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს ვერ ყიდულობენ ჩვენი კანონის შესაბამისად, ეს არის საკმაოდ კარგი და მივესალმები ამ კუთხით, მაგრამ დანაღჩენი არის ცოცხალი პროცესი, ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს ყიდვას, ახლავს ბიზნეს-რისკები. ამაზე უნდა იმუშაოს სახელმწიფო სტრუქტურებმა და მოძებნონ გამოსავალი". - ამბობს მებაღიშვილი.

მსგავსი სიახლეები