თუ „ტროლი“ და „ბოტია“ , რა იცით ვისი დასპონსორებულია? - ვოლსკი კრამონს პასუხობს
"ოცნება" კრამონს პასუხობს. გია ვოლსკი ამბობს, რომ თუ „ტროლი“ და „ბოტია“, მაშინ რა იცის ევროპარლამენტარმა, ვისი დასპონსორებულია.
ვოლსკის თქმით, "ოცნებას" არანაირი ტროლ-ბოტები არ სსჭირდება.
"გეკითხებით, ვინ გაავრცელა ვიოლა ფონ კრამონზე, სახელმწიფოს მიერ დასპონსორებულმა რომელმა „ტროლ- ბოტმა“ გაავრცელა, თუ „ტროლია“ და „ბოტია“ თქვენ რა იცით, ვისი დასპონსორებულია, იქნებ თქვენი დასპონსორებულია და შემდეგ გამოდიხართ და შეკითხვებს სვამთ? - გეუბნებით რა არის სიმართლე, მართალია ძალიან ბევრს აეწვა, რომ რეალობა გახდა ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიოლა ფონ კრამონის ბებია და ბაბუაზე წერს ღიად სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული რომელიმე პლატფორმა, თუ ეს ასეა. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანს თავის მოსაზრება ჰქონდეს, არასწორს წერდეს, ან სწორს წერდეს, რატომაა ჩვენს მიერ დასპონსორებული?", - განაცხადა ვოლსკიმ.
ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მის წინააღმდეგ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებსა და ამუშავებული "ტროლების" შესახებ საუბრობს.
კრამონი ამბობს, რომ ქართველმა "ტროლებმა" რუს "ტროლებსაც" აჯობეს, დამკვეთი კი სავარაუდოდ "ოცნებაა".