რჩება საკითხები, რომელიც პრობლემურია, ეს სასამართლოს ეხება, ციხეში ზის ნიკა გვარამია - ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტში გვიხარია პროგრესი, თუმცა რჩები საკითხები, რომელიც ისევ პრობლემურია - ამის შესახებ "ტვ პირველს" მარკეტა გრეგორევამ განუცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, პრობლემური საკითხია სასამართლო სისტემა და ფაქტი, რომ ნიკა გვარამია ისევ ციხეში ზის:
ეს პირველ რიგში სასამართლოს ეხება, ციხეში ზის ნიკა გვარამია, რომელიც არც პრეზიდენტმა შეიწყალა. მე ერთ-ერთ გამოსვლაშიც ვთქვი, მართალია, ჩვენ ველოდებით საქართველოს ხელისუფლებიდან ნაბიჯებს, თუმცა არ შეიძლება, მუდმივად გასცემდე, ეხმარებოდე და არაფერს იღებდე. ჩვენ არ უნდა ვიყოთ გამოყენებული. ჩვენ აქ ვართ პარტნიორობისთვის, ამიტომ ველოდებით ხელისუფლებისგან რეაგირებებს.
მე ნამდილად არ ვიცი, რა მოხდა შარლ მიშელთან შეხვედრის დროს, თუმცა განცხადებები სოციალურ ქსელში მიანიშნებს, რომ იყო განხილვა საკითხების, რაც ისევ პრობლემატურია. თუ მათ დაგეგმილი ჰქონდათ და არ გამართეს საერთო ბრიფინგი ეს პოზიციების ვერშეჯერებაზე მიანიშნებს და ასეთ დროს განცხადების არგაკეთება უმჯობესია"- თქვა მან.