აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის სამოქმედო გეგმა - ზურაბიშვილი აზარაშვილს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს შეხვდა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მინისტრისაგან მოისმინა ინფორმაცია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობისა და სამინისტროს სამოქმედო გეგმების შესახებ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი გუშინ ათონელის რეზიდენციაში იმ მშობლებსაც შეხვდა, რომლებიც უკვე კვირაზე მეტია საკუთარი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანას და დაფინანსებას, მთავრობის ადმინისტრაციასთან ითხოვენ.