ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შექმნას - კობახიძე
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდიყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შექმნას.
„ისინი ღიად აწარმოებენ ამ კამპანიას და სასამართლოზე მორიგი შეტევაც ამის შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე არ შექმნას საგამოძიებო კომისია. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციას გავიტანთ ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.