ოპოზიციის სპეკულაციაა, ხელოვნურად მოიგონეს არარსებული ბრიფინგი - კობახიძე, ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტზე

26.04.23 19:28
ოპოზიციის სპეკულაციაა, ხელოვნურად მოიგონეს არარსებული ბრიფინგი - კობახიძე, ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტზე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ბრიფინგის ჩაშლის თაობაზე სპეკულაციაა და პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ძალიან წარმატებული იყო

"ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციიის მხირდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა.

„ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი ძალისხმევა დასრულდეს წარმატებით და მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება პოლიტიკურ ჭრილში, აქედან გამომდინარე, უმაღლეს დონეზე პოლიტიკურ შეხვედრებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ რა თქმა უნდა, დეტალებთან დაკავშირებითაც გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის, იმ შეხვედრებზე, რომლებიც დახურულ კარს მიღმა წარიმართა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი.

სპეკულაციებს რაც შეეხება, არავითარი ბრიფინგი დაანონსებული არ იყო. ხელოვნურად მოიგონეს არარსებული ბრიფინგი და შემდეგ გამოაცხადეს ამ ბრიფინგის ჩაშლის თაობაზე - ასეთი სპეკულაციები სჩვევია ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას. მათ სხვა ინსტრუმენტები არც აქვთ დარჩენილი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოონ კამპანია“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები