აუცილებელია, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება - კობახიძე

26.04.23 19:35
აუცილებელია, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, ამიტომაც, ახლა მტავარია, არა პარტია „ნაცმოძრაობის“, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება.

კოლექტუირ "ნაცმოძრაობაში" მმართველი გუნდის თავმჯდომარე "ლელოს“, გახარიას პარტიას, ვაშაძის პარტიას, ზურა ჯაფარიძეს, ხოშტარიას და სხვებს მოიაზრებს.

„იშლება ეს პოლიტიკური პარტია და პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. საბოლოო ჯამში ეს პროცესები 2024 წლის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობა“ აღარ იყოს ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. თუმცა აქ ერთ რამეზეა ყურადღება გასამახვილებელი, მნიშვნელობა არ აქვს მეორე ძალად პოლიტიკურ სისტემაში დარჩება ფორმალური „ნაცმოძრაობა“ თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად იქნება „ნაცმოძრაობა“. „ნაცმოძრაობა“ არის კოლექტიური ფენომენი და მასში შედის მათ შორის „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია, ზურა ჯაფარიძე, ხოშტარია და ა.შ. ისინი ერთობლიობაში არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. აქედან გამომდინარე მთავარია არა „ნაცმოძრაობის“ როგორც პოლიტიკური პარტიის, განეიტრალება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, არამედ აუცილებელია სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება და აქეთკენ უნდა იყოს საზოგადოების ძალისხმევაც მიმართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები