ივანიშვილი და მისი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა დაბლოკონ - ფუკუიამა
ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე სალაპარაკოდ, საქართველში მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტილოგი ფრენსის ფიკუიამა ჩამოვიდა. ამ წუთებში, ამერიკელმა პოლიტოლოგი და მწერალი, ქართელ პოლიტიოსებს, დიპლომატებს და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ხვდება. საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაბლოკოს - ამბობს ფუკუიამა
გავლენიანი ამერიკელი პოლიტოლოგი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მითვისებაში პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს და მოუწოდებს დასავლეთს, ხელისუფლების ყველა იმ მაღალჩინოსანის წინააღმდეგ აამომქმედოს სანქციები, ვინც კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე ქვეყანას ბარიერებს უქმნის. მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველია.
საქარველოში სერიოზული პრობლემებია, რადგან ქვეყანაში დაფარული ძალა მუშაობს. ქართულ პოლიტიკაში არის გავლენა, რომელიც არჩევნების შედეგებს არ წარმოადგენს. ასეთი დაფარული გავლენები, ვფიქრობ, ძალიან დამაზიანებელია, რადგან დემოკრატია ეყრდნობა გამჭვირალობას.
ეს საქართველოს მთავარი პრობლემაა, კონკრეტული ოლიგარქის გავლენა.
ვფიქრობ რომ ივანიშვილს და მის პარტიას არ უნდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს. აკეთებენ ყველაფერს, რომ დაბლოკონ საქართველოს ევროკავშირში წევრობა. როგორც ეპყრობიან სააკაშვილს, ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს . მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა არ დასაჯოს საქართველო, მაგრამ დასაჯონ ის ხალხი, ვინც პასუხისმებელნი არიან ამაში. მე ვფიქრობ, რომ სანქციები კონკრეტულ ინდივიდებს უნდა შეეხოს, ვინც საქართველოს წინააღმდეგაა. საქართველოს ევროკავშირში წევრობა საუკეთესო გარანტიაა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.
საქართველოსთის სტატუსის მინიჭება ბევრ საკითზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებლი იქნება იმაზე, თუ რა მოხდება საქართველოში". - ამბობს ფრენსის ფუკუიამა.