ოპოზიცია გაერთიანებისთვის სამზადისს იწყებს - შეიქმნება თუ არა დიდი კოალიცია?
ოპოზიცია გაერთიანებისთვის სამზადისს იწყებს. ახლა ყველას აინტერესებს შეიქმნება თუ არა დიდი კოალიცია? ეს ის პოლიტიკური გზაა, რითაც ივანიშვილმა 2012-ში ძალაუფლების ხელში ჩაგდება მოახერხა. აირაის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ ახლაც იგივე სურთ, ანუ ოპოზიციის ერთიანობაა "ოცნების" დამარცხების ერთადერთი რეცეპტი.
ვინ არის მზად ამ გაერთიანებისთვის? მოლაპარაკებები პარტიებს შორის ნამდვილად დაიწყება და მასში მონაწილეობას ოთხი პოლიტიკური ძალა მიიღებს, თუმცა ეს არ ნიშნავს საბოლოოდ გაერთიანებას. რადგან "ლელოში" უკვე თქვეს, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავლენ. გამარჯვების შემთხვევაში კი თანამშრობლობისთვის მზად არიან ყველა პროდასავლურ პარტიასთან, გარდა ნაციონალური მოძრაობისა.
დეტალები იხილეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.