ხაბეიშვილს რთული დღეები უდგას - ენმ-ს თავმჯდომარეს თანაპარტიელებები მტკიცებულებებს სთხოვენ

26.04.23 20:17
ხაბეიშვილს რთული დღეები უდგას - ენმ-ს თავმჯდომარეს თანაპარტიელებები მტკიცებულებებს სთხოვენ

"ნაციონალური" მოძრაობის დიდი კრიზისის ფონზე, ხაბეიშვილი პირველების ზარებს არ პასუხობს.  არადა ყოველ დღე მის მიმართ ბრალდებების ჩამონათვალი სულ უფრო  იზრდება. თავმჯდომარეს პარტიის აჭარის ორგანიზაციაში პრაქტიკულად ამბოხი აქვს. დაპირისპირება მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ხაბეიშვილმა საკრებულოს სიიდან ამოშლის შემდეგ,  პარტიის წევრები ფეისბუქიდანაც წაშალა. ახლა პოლიტიკური  რეპრესიების მსხვერპლი ნაციონალური მოძრაობის წევრები მტკიცებულებებს ითხოვენ თავმჯდომარისგან, რის საფუძველზე დაადანაშაულა ისინი ხაბეიშვილმა პარტიის გინებაში

პარტიის თავმჯდომარეს რთული დღეები უდგას. რაც დრო გადის ლევან ხაბეიშვილი მით უფრო მეტად ხდება ბრალდებების ადრესატი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მეგობრებისგანაც. ისინი  უკვე ღიად საუბრობენ პარტიაში  არაფრმალურ გავლენებზე.  თავმჯდომარეს  ი  მთავარ დაპირებას ახსენებენ, რითაც მან ამომრჩევლის გულის მოგება და პარტიის  ხელმძღვანელის პოსტის დაკავება შეძლო.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები