კრახით დასრულებული ვიზიტი - რით ჩავიდა ბრიუსელში და რა ჩამოაქვს საქართველოში პრემიერ ღარიბაშვილს
ერთი ვიზიტის ორი განსხვავებული ვერსია. რით ჩავიდა ბრიუსელში და რა ჩამოაქვს საქართველოში პრემიერ ღარიბაშვილს. ერთი რაც ვიცით ისაა, რომ მთავრობის მეთაურმა დამალა ის პრობლემები, რომლებზეც მას მძიმე საუბარი ჰქონდა დახურულ კარს მიღმა შარლ მიშელთან. რაც ღარიბაშვილმა დამალა, საჯარო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გახადა. სასამართლოს რეფორმა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და დელოგარქიზაცია - ეს ის საკითხებია, რომლებზეც პასუხების გაცემა პრემიერს პირისპირ შეხვედრაზე მოუწია
კიდევ უფრო მეტს უყვებიან ევროპარლამენტარები "პირველებს". გავლენიანი დეპუტატები ამბობენ, რომ სანამ 12 პუნქტიანი დოკუმენტის 12-ვე პირობა არ შესრულდება, საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად მოუწევს გაფრთიხლებების მოსმენა. რადგან ბრიუსელი ახლა ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით აკვირდება და ზეპირი განცხადებების ნაცვლად კონკრეტულ მოქმედებებს ელოდება.
კრახი ბრიუსელში, ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.