გაიზრდება თუ არა სანქცირებულთა სია - ახალი კანდიდატების გვარები დასახელულია
გაიზრდება თუ არა სანქცირებულთა სია. ახალი კანდიდატების გვარები დასახელულია. მოსამართლეების შემდეგ ოპოზიცია "ქართული ოცნების" პირველი პირების დასანქცირებას ითხოვს. ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მამუკა მდინარაძე - ეს არის პირველი სამეული ხელისუფლებიდან. პოლიტიკოსების სია დღეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივად ჩამოწერეს. პარალამენტში მოწყობილი საბოტაჟი, კონსტიტუციის დარღვევა და სანქცირებული მოსამართლეების დაცვა ეს არის ოპოზიციის მთავარი არგუმენტი.
შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემა საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო. მომავალი კვირას პარლამენტში სესიებია, ამიტომ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწევს ძალების მობილიზება. დეპუტატები ვარაუდობენ, რომ დანაკლისი ოპოზიციურ ფლანგზე არ იქნება და 50 სავარძელი სხდომათა დარბაზში ისევ შევსებული იქნება. რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ უმრავლესობა ისევ პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში გადავა და არა მხოლოდ საგამოძიებო კომისია, არც ერთ საკითხი კენჭისყრაზე არ დადგება.
დეტალები იხილეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.