"ეკონომიკური ოკუპაცია და მოსალოდნელი საფრთხე " - რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1256 მიწის ნაკვეთი იყიდეს
ბინების შემდეგ, რუსები მიწებს მიადგნენ. 1256 მიწის ნაკვეთი მხოლოდ სამ თვეში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებმა იყიდეს. მიწებს კონკრეტული დანიშნულებით არჩევენ. ადგილი უნდა იყოს არასასოფლო სამეურნეო სტატუსის მქონე, რომ მასზე შენობები ააშენონ და შემდეგ ფული იშოვნონ. არჩევენ ქალაქებსაც. ყველაზე მეტად იზიდავთ თბილისი და ბათუმი.
სახელმწიფო რუსებს შეღუდვებს არ უწესებს. ამიტომ მათ საქართველოში თავისუფლად შეუძლიათ იყიდონ, ააშენონ, გაყიდონ და ა. შ. "ეს არის ეკონომიკური ოკუპაცია" - ამბობენ სპეციალისტები და სახელმწიფოს ახსენებენ საფრთხეს, რომელიც ოკუპანტი ქვეყნიდან თითქოს ტურისტად ჩამოსული რუსების საქმიანობამ შესაძლოა ჩვენს ქვეყანას შეუქმნას.
დეტალები იხილეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.