2595 ლარი ჯარიმის სახით - ვაკის პარკის ტრაგედიის ერთ-ერთი ფიგურანტი კომპანია მერიამ სიმბოლურად დასაჯა

26.04.23 20:53
2595 ლარი ჯარიმის სახით - ვაკის პარკის ტრაგედიის ერთ-ერთი ფიგურანტი კომპანია მერიამ სიმბოლურად დასაჯა

თბილისის მერიამ გრინსერვის პლუსი  დააჯარიმა. კომპანია, რომელიც ვაკის პარკის ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, მხოლოდ სიმბოლურად დასაჯეს.  2595 ლარი სამუშაოების ვადების გადაცილებისთვის. თუმცა გრინსერვისი ამ დრომდე შავს სიაში შეყვანილი არ არის და ახალ ტენდერებსაც იღებს კალაძის უწყებიდან. ახლა მთავარი კითხვაა, თუ სამუშაოები დასრულებული არ იყო, რა ჩაიბარა მერიამ ოქტომბერში, რასაც უმძიმესი ტრაგედია მოყვა. პირველების ამ კითხვაზე მერის მოადგილემ პასუხის გაცემას გაქცევა ამჯობინა.

დეტალები იხილეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები