ოპოზიციის ულტიმატუმი ე.წ. პრეზიდენტს - ოკუპირებული აფახაზეთი დიდი არეულობის ზღვარზეა

26.04.23 20:57
ოპოზიციის ულტიმატუმი ე.წ. პრეზიდენტს - ოკუპირებული აფახაზეთი დიდი არეულობის ზღვარზეა

ოკუპირებული აფახაზეთი დიდი არეულობის ზღვარზეა. ოპოზიციის ულტიმატუმი ე.წ. პრეზიდენტს. თუ ორი კვირის განმავლობაში ასლან ბჟანია  ე.წ მინისტრთა კაბინეტს არ დაითხოვს, მაშინ პოლიტიკური პარტიები და  არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ პროტესტს აანონსებენ.

ულტიმატუმის პირობების ჩამონათვალშია იმ შეთანხმების უკან გამოთხოვა, რომელიც ბიჭვინთის ობიექტების რუსეთისთვის გადაცემას უკავშირდება. ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები  იმის დასტურია, რომ ანტირუსული განწყობები იზრდება და  მოქალაქეების ნაწილი ოკუპანტისგან  სრულად დისტანცირებას ცდილობს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები