რა შედეგი დადო ხაბეიშვილმა: "სენაკში, ქედაში რომ თოვლში ვიარეთ..."
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, არ იღებს კრიტიკოსების პრეტენზიას, რომ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ პოლიტიკურად აქტიური აღარ არის.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რეგიონებში აქტივობებმა შედეგი გამოიღო და IRI-ის კვლევის მიხევდით "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 2%-იანი ზრდა აქვს:
არ გიყურებიათ, რომ იანვარსა და თებერვალში მაგალითად ქედაში, ვიღაცები ქილიკობდნენ, რომ თურმე ხაშურში 50 კაცი იყო, კარგი კაცო?...
ქედაში თოვლში რომ ვიარეთ, სენაკში თოვლში რომ ვიარეთ, ის ხალხი ყოველდღე აპროტესტებდა მიხეილ სააკაშვილის (ტყვეობას).შედეგი ზუსტადაც რომ მზარდი რეიტინგია. იყო კვლევა და პარტიას 2%-იანი ზრდა აქვს. მითხარით სხვა პარტია, ვისაც ეს შედეგი აქვს"- ამბობს ხაბეიშვილი.
მისი თქმით, " ენმ-სა და რუსულ ოცნებას შორის, კვლევით ასეთი პატარა სხვაობა არასდროს არ ყოფილა, დღეს არის 5%-ანი სხვაობა".