ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა

27.04.23 09:11
ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა.

კონფერენციაა რომელზეც ღარიბაშვილის სპიკერად მიიწვიეს უნდა იმსჯელონ კავშირებზე ამერიკის მემარჯვენე ფრთასა და ვიქტორ ორბანის მთავრობას შორის.

CPAC-უნგრეთის ვებ-გვედის თანახმად, გასული ღონისძიება ორიენტირებული იყო „ღმერთის, სამშობლოს, ოჯახის“ ღირებულებებზე. წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“.

„ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2021 წლის თებერვლიდან იკავებს. მისი აზრით, საქართველო არის კონსერვატიული საზოგადოება, რომელსაც აქვს ქრისტიანობაზე დაფუძნებული უნიკალური ღირებულებები. გენდერული პროპაგანდა არც საქართველოს ზოგავს, მაგრამ ღარიბაშვილი თვლის, რომ აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ უმრავლესობის ნებას, ხოლო ქართველების დიდი უმრავლესობა უარყოფს პროპაგანდისტულ, პროტესტანტ ლგბტქ ზეწოლას“- წერს ღარიბაშვილზე კონფერენციის ორგანიზატორი „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრი“.

მსგავსი სიახლეები