ივანიშვილი პოლიტიკური მიცვალებულია, ოღონდ ვერ გრძნობს - შალვა ნათელაშვილი

27.04.23 11:26
ივანიშვილი პოლიტიკური მიცვალებულია, ოღონდ ვერ გრძნობს - შალვა ნათელაშვილი

ივანიშვილი პოლიტიკური მიცვალებულია - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ოლიგარქს "უცნობის" მიერ დაანანსებული შეკრება ვერ უშველის: 

"ქართველი ხალხის გაყიდვა და ბიზნესის კეთება ამ ორი ძმის სპეციალობაა, რისთვისაც ძალიან ვწუხვარ, რადგან მათი მომავალი 100 წლის შემდეგ, ჯოჯოხეთია. 

ისე როგორც არ ეშველება 3 000 წლის წინ გარდაცვლილ ტუტანჰამონს, ისე ივანიშვილს არაფერი ეშველება. ის ფაქტობრივად პოლიტიკური მიცვალებულია, ოღონდ ამას ვერ გრძნობს"- ამბობს ნათელაშვილი. 

"უცნობის" აქცია კვირას არის დაანონსებული.  უკვე ცნობილია ისიც, რომ მიტინგზე, იდგებიან დათო ოქიტაშვილი, თემურ თათარაშვილი, ირმა სოხაძე და ხათუნა ხოფერიაც. ყველა "ოცნების" ღია მხარდამჭერია.  

მსგავსი სიახლეები