"ქვეყანაშია ფერები მუქი" უფრო მოუხდებოდა - ხვიჩია "უცნობის" აქციაზე
"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია "უცნობს" რეპერტუარის შეცვლას ურჩევს - პოლიტიკოსის აზრით, გია გაჩაჩილაძის მიერ კვირას დაგეგმილ აქციას "მოვდივარ!"-ის ნაცვლად მოუხდებოდა სლოგანი - "ქვეყანაშია ფერები მუქი".
"ქვეყანაშია ფერები მუქი" უფრო მოუხდებოდა ამ კონცერტს თუ "უცნობი" ჩაატარებდა. "მოვდივარ!"- ს მაგდენი გამოხმაურება და რეაქცია არ ექნება"- აცხადებს იაგო ხვიჩია.
"უცნობის" აქცია კვირას არის დაანონსებული. უკვე ცნობილია ისიც, რომ მიტინგზე, იდგებიან დათო ოქიტაშვილი, თემურ თათარაშვილი, ირმა სოხაძე და ხათუნა ხოფერიაც. ყველა "ოცნების" ღია მხარდამჭერია.