"ისტერიჩკები და სარეველები"- ოდიშარია ოპოზიციაზე
"ქართული ოცნება" სასამართლოს საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნას მომავალ კვირასაც ჩააგდებს. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დააანონსა, რომ ოპოზიციას ამ კომისიას არ შეაქმნევინებს, საგამოძიებო ჯგუფის შექმნის ინიციატორებს ბექა ოდიშარიამ "ისტერიჩკები და არასერიოზული ხალხი" უწოდა
"მე არ ვიცი ახლა, რომ შევქმნათ ეს კომისია ალბათ ისტერიჩკების და რაღაც სერიოზული ხალხის იქნება. რისთვის და რატომ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ისულმდგომლონ მავნებლებმა ამ ზოგიერთ მე სიტყვასაც არ მოვერიდები, სარეველა რაღაცა ძალებმა ინსტიტუციით, რომელიც აშენებულია დამოუკიდებელია ჩემთვის გაუგებარია, შესაბამისად აბსოლუტურად გასაგებია ჩვენთვის მმართველი ძალის პოზიცია, რომ ამ საგამოძიებო კომისიას ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ შევაქმნევინებთ" - ბექა ოდიშარია.