კლანი და ქართული ოცნება არის ერთი მთლიანობაა - პაატა მანჯგალაძე
კლანი და ქართული ოცნება არის ერთი მთლიანობაა - ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" გაცხადებული სურვილს, რომ პარლამენტში მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კლანის წევრებს პარტიულ დავალებებს პირადად გასცემს
"ქართული ოცნება კი არ ცდილობს კლანის გადარჩენას, არამედ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს, იმიტომ რომ კლანი და ქართული ოცნება არის ერთი მთლიანობაა. საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძვიან სხვა შემთხვევაში აუხსნელია, კონსტიტუციის და კანონის ესე ღიად და უხეში დარღვევა.
პირდაპირ გეუბნებით, ეს არის კლანის გადარჩენა იმიტომ, რომ კორუფციაზე როცა ვსაუბრობთ, პოლიტიკური მიზნებისთვის სასამართლო გამოყენებაზე, მურუსიძე თავისი ნებით კი არ აკეთებს ამას, აღმოჩნდა, რომ მონაწილე არის კობახიძე, ის აძლევს პარტიულ დავალებებს" - პაატა მანჯგალაძე.