"არ გავატარებთ!"- ღარიბაშვილის რეიტინგით აღშფოთებული ქართული ოცნების მხარდამჭერები ქუჩაში გამოდიან
ღარიბაშვილის რეიტინგით აღშფოთებული ქართული ოცნების მხარდამჭერები ქუჩაში გამოდიან - მიზეზი ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის სოციოლოგიური კვლევებია. პოლიტიკურ რეიტინგებში ღარიბაშვილის მეოთხე ადგილმა, "ოცნების" მხარდამჭერები აღაშფოთა. ამის გამო 30 აპრილს დადგენილ აქციას უერთდებიან. მათი თქმით, პრემიერ ღარიბაშვილს ამერიკული ინსტიტუტი ჩაგრავს, რადგან როდესაც "ღარიბაშვილი კარიერის პიკშია", ის მეოთხე ადგილზე "ჩამოწიეს" მასზე მაღალი მაჩვენებელი კი სალომე ზურაბიშვილს დაუწერეს, - ამტკიცებენ მმართველი პარტიის მხარდამჭერთა რიგებში.
ლიტერატურული კონკურსის მინიატურა ორგანიზატორი, ირმა სანაძე ამტკიცებს, რომ ეძებდნენ IRI-ის მიერ გამოკითხულ ადამიანებს, თუმცა ვერ იპოვეს.
გაბრაზებულები ვართ, იმიტომ რომ თავს გვახვევენ გაურკვეველ კვლევებს: "IRI"-მ დადო კვლევა, რამდენი ხალხი ვართ, რამდენ ადამიანს ვიცნობ, კაცი არ ვიცი, ვისაც მიღებული აქვს ამ კვლევებში მონაწილეობა.
ღარიბაშვილი მეოთხე ადგილზე დააყენეს და სალომე ზურაბიშვილი - მესამე ადგილს, ქალს რეიტინგი საერთოდ არ აქვს და ღარიბაშვილი თავისი პოპულარობის და რეიტინგის პიკშია. ვინ დაიჯერებს ამას ხალხო, ვის დასცინიან წარმოუდგენელი რაღაც ხდება ყველა მიმართულებით. ჩვენ ამას არ გავატარებთ, ამის სათქმელად მოვდივართ, აქციაზე" - ამბობს ირმა სანაძე.
"უცნობის" აქციაზე მივა ვატო საქარაშვილი. "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო გავლენიანი კვლევითი ინსტიტუტი "ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში მონაწილეობს".
ჩვენ გვსურს, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გააგონოს ყველას საკუთარი ხმა. რა თქმა უნდა, საქართველოს და ჩვენს ქვეყანას მის თაობებს არ უბრძოლიათ იმისათვის, რომ გამოგვეცვალა ბატონი. ეს არის შეთქმულება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ამას ქართული საზოგადოება ცხადია მშვიდად ვერ უყურებს და სწორედ ამიტომაც 30 ში შეიკრიბება" - ამბობს შაქარაშვილი.
"NDI"-ს და "IRI"-ს კვლევებს უნდობლობას უცხადეს ხათუნა ხოფერიაც:
"ჩემი გასვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ "IRI"-ს კვლევებმა არ აჩვენა ის, რაც რეალურად არის და ზოგადად "NDI"-ს და "IRI"-ს კვლევები ასე ვთქვათ გასულია მომსახურების ზონიდან. მე ვთვლი, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს იმის დემონსტრირება, რა უნდა და რეალურად ვის აქვს მასზე აპელირების მისხმაზე, მის ერთგულებაზე, მის მხარდაჭერაზე აპელირების უფლება, რომ დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი სახელით საუბარი ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით პოლიტიკური განცხადებების კეთება. შეწყდეს ვიღაც-ვიღაცები მხრიდა ე.წ. "მეგობრების" მხრიდან ქართველ ხალხზე აპელირება, ქართველი ხალხის გადარჩენაზე აპელირება. ჩვენ უნდა დავანახოთ ვინ ვართ რეალურად ქართველი ხალხი" - თქვა ხათუნა ხოფერიამ.
„მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია-შეკრებას აანონსებს გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) 30 აპრილს. ანონსის მიხედვით, აქცია 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
სარეკლამო ბანერად აქციისა, რომლის სლოგანია „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“.