ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ

27.04.23 13:02
ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ

ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობაში ფიქრობენ, რომ დაპატიმრებული მედია მენეჯერის გასათავისუფლებლად ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში, სრულად უნდა იყოს ჩართული.

 მოძრაობის წევრებმა დღეს შეხვედრა პოლიტიკოსებთან გამართეს.

გვარამიას თავისუფლებისთვის დაგეგმილ შეხვედრაზეეე ოპოზიციიდან მივიდა ყველა, გიორგი გახარიას თანაგუნდელების გარდა. 

"მთავარი, რაზეც შევთანხმდით არის კოორდინირება, რა ნაბიჯებსაც ჩვენ შეიძლება სამომავლოდ დავგეგმავთ. შესაძლებელია, ეს უახლოეს დღეებშიც ასევე გაჟღერდეს. მე არ მინდა, კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბრო, თუმცა ჩვენ მათ შორის აქციასაც ვგეგმავთ და შესაბამისად ყველა მიმართულებით გვექნება თანამშრომლობა, ვინაიდან საკითხი, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს არის ნიკა გვარამია და ამ საკითხის ირგვლივ მათ შეჰპირდნენ, რომ ბოლომდე იქნებიან მოძრაობის გვერდით" -  აცხადებს ბაჩანა შენგელია.

 გედევან ფოფხაძის თქმით, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება დიდი საფრთხის ქვეშ დგას: 

"მედიაზე შეტევაა დაწყებული და თუ ნიკას პატიმრობა არ შეწყდა, მიმაჩნია, რომ არა თუ დამძიმდება ვითარება სხვა მედია საშუალებებთან მიმართებაში, რომელებსაც აგრეთვე ატერორებს ხელისუფლება, არამედ საერთოდ სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვემოთ დადგება" - გედევან ფოფხაძე.

მსგავსი სიახლეები