ვიმსჯელეთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

27.04.23 13:41
ვიმსჯელეთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ვიმსჯელეთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პოლონელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ დარჩიაშვილთან შევხედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული პრობლემური მიმართულებები იყო.

ჩემი  დღევანდელი სამუშაო ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნების დიპლომატიურ-პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის დადასტურება.და საერთო ჯამში გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენი კავშირების კიდევ უფრო გამყარებას ემსახურება. მინისტრი დარჩიაშვილი ამ წელს იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე სპეციალური სტუმარი და ჩვენ მასთან მაშინ გავნიხილეთ პრობლემური მიმართულებები საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, ვიმსჯელეთ ასევე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე. ყველა ამ საკითხზე პოლონეთი ცდილობს კონსტრუქციული კავშირები და შესაძლო დახმარების გზები გამონახოს. გვჯერა, პოლონეთისა და საქართველოს საერთო თანამშრომლობა წაადგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს". - განაცხადა რაუმ.

ცნობისთვის, ერთობლივ ბრიფინგზე ზბიგნევ რაუმ სიტყვა პოლონურად წარმოთქვა, საქართველოს საგარეო სამინისტრო კი ამ საკითხს მოუმზადებელი შეხვდა, რადგან ადგილზე თარჯიმნები არ ჰყავდა.

მსგავსი სიახლეები