ღარიბაშვილი ევროპაში პრორუსებს ეძებს და პოულობს - კუპრაძე
რა მიზნით ჩადის ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში? - ევროპარლამენტარების შემდეგ, კითხვები ქართულ ოპოზიციასაც უჩნდება.
პოლიტიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ღარიბაშვილის მთავრობა შუაგულ ევროპაშიც პრორუს მოკავშირეებს ეძებს. სხვა შემთხვევაში, ოპოზიციას უჭირს ახსნას, მაშინ როცა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელოდება, რაში უნდა სჭირდებოდეს საქართველოს ხელისუფლებას, უნგრეთში, პუტინის მოკავშირე ორბანის მთავრობასთან დაახლოება.
ღარიბაშვილი, რომელიც კატასტროფულ განცხადებებს აკეთებს და მიუღებელია დასავლეთში ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, ეძებს ევროპაში საკუთარი ყაიდის, საკუთარი გონების და იდეოლიოგიის ადამიანებს და პოულობს პრორუსულ, ანტიდემოკარტიულ ლიდერებს, მათ შორის ევროპაში. ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან ის არ არის შინაარსობრივად ევროპელი ლიდერი და ამას ემსახურება სწორედ უნგრეთში მისი ვიზიტი".- ამბობს "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე.