"ოცნების" ერთი დეპუტატის მივლინებებზე ბიუჯეტიდან 19 648 ლარი დაიხარჯა
ქართული ოცნების დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის სამსახურებრივ მივლინებებზე 2022 წელს, ბიუჯეტიდან 19 648 ლარი დაიხარჯა - ინფორმაციას "სტუდია მონიტორი" ავრცელებს.
ზავრადაშვილი გასულ წელს ტაილანდში, ესპანეთსა და პორტუგალიაში იმყოფებოდა.