პოლონელ დიპლომატთან შეხვედრისას ვისაუბრებთ სააკაშვილზე და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე - ცისკარიშვილი

27.04.23 15:06
პოლონელ დიპლომატთან შეხვედრისას ვისაუბრებთ სააკაშვილზე და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე - ცისკარიშვილი

ენმ-ს ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში დროული იყო. 

ცისკარიშვილი ამბობს, რომ პოლონელ დიპლომატთან ხვალიდნელ შეხვედრაზე სააკაშვილის საკითზე  და ასევე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე ექნებათ საუბარი, რომლის განუყოფელი ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ძალიან დროული და ლოგიკურია. სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, წელიწადზე მეტია ეს სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაეხმაროს მიშა სააკაშვილის გათავისუფლებაში, სიცოცხლის გადარჩენაში, ჯანმრთელობის გამოსწორებაში იმიტომ, რომ ჯერ ერთი - მიშა მათი მეგობარია, გული შესტკივათ პოლიტიკურად და ადამიანურადაც და მეორე - მიშას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ისინი ევროპულ ოჯახში საქართველოს ვერ ხედავენ. ჩვენი ხვალინდელ შეხვედრის დროსაც აუცილებლად გვექნება საუბარი მიხეილ სააკაშვილის თემაზე და ზოგადად, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე, რისი განუყოფელი ნაწილიც არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები