ნუ გგონიათ, რომ სააკაშვილზე საუბრის პრობლემა აქვს ხელისუფლებას - თალაკვაძე პოლონელი დიპლომატის ვიზიტზე
შეიძლება თუ არა ხელისუფლებამ შეცვალოს პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით - "ოცნების" ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს ამ საკითხზე საუბრის პრობლემა არ აქვს მათ შორის არც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
თალაკვაძე ამბობს, რომ თავად მესამე პრეზიდენტმა უნდა შეცვალოს პოზიცია იგივე კვებასტან დაკავშირებით და მას მისმა მეგობრემა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უნდა მოუწოდონ სააკაშვილს, რომ არადგინოს კვება, რადგან სწორედ ესაა ერთადერთი პრობლემა დაპატმრებულ პრეზიდენტთან დაკავშირებით.
"ეს ვიზიტი, ისევე როგორც სხვა ორი ვიზიტი, ემსახურება საქართველოსთვის პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროკავშირის მხრიდან, ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ. თქვენ ნუ გგონიათ, რომ სააკაშვილზე, რეფორმებზე, ჩვენს რადიკალურ ოპოზიციაზე, რომელიმე საკითხზე საუბრის პრობლემა აქვს ხელისუფლებას. დასვამს ვინმე კითხვას? მაგიტომ ვართ ხელისუფლება, რომ ვუპასუხოთ ამ კითხვას. ეს პასუხი გვაქვს, რომ ვისაც მართლა ადარდებს სააკაშვილის საკითხი დაეხმაროს მას, რომ აღადგინოს კვება და შეასრულოს ექიმების დანიშნულება. ეს არის უპირველესი და ამის შემდეგ, უკვე სხვა ნებისმიერ თემაზე შეიძლება საუბარი. მისი გარემოცვა და პოლიტიკური მეგობრები სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხს იყენებენ პირდაპირ პოლიტიკური მიზნებისთვის" - ამბობს არჩილ თალაკვაძე.