რაუსთან ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება ზეწოლის გაზრდა ხელისუფლებაზე, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - სამადაშვილი
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება - "ლელოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ზბიგნევ რაუსთან საუბარი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე და იმ გამოწვევებზე ექნება, რომლებიც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში აქვს.
სამადაშვილის თქმით, პოლონელ დიპლომატთან ასევე ექნებათ საუაბრი იმაზეე, თუ როგორ შეიძლება ზეწოლის გაზრდა ხელისუფლებაზე, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ისტორიული შანსი, მიიღოს კანიდიდატის სტატუსი.
გვექნება საუბარი, პირველ რიგში იმ გამოწვევებზე, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსისი მიღების პროცესში. ხედავთ, რომ მოთხოვნების დიდი უმრავლესობა შეუსრულებელია და ჩვენ გვეუქნება საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება ზეწოლის გაზრდა ხელისუფლებაზე, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ისტორიული შანსი, მიიღოს კანიდიდატის სტატუსი. ნიკა გვარამიას პატიმრობა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება, იმიტომ, რომ პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას მედიის დამოუკიდებლობაზე". - ამბობს სალომე სამადაშვილი.