მინდა ვისუნთქო თავისუფლად - რატომ გადის დავით ოქიტაშვილი "უცნობის" აქციაზე
"უცნობის" მიერ 30 აპრილს დაანონსებულ აქციას კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილიც უერთდება. ქართული ოცნების გულმხურვალე მხარდამჭერი ამბობს, რომ მიზანი "თავისუფლად სუნთქვაა"
"მინდა ვისუნთქო თავისუფლად ეს იცით რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს ქვეყანაში მინდა, ჩემი არჩევანი დავიცვა. არც ამერიკამ, არც საფრანგეთმა, თუ ჩინეთმა არ უნდა მიკარნახოს ჩემს ქვეყანაში როგორ ვიცხოვრებ.
არ მინდა ჩემს ქვეყანაში ვიღაცის მონა ვიყო, გინდათ თქვენ?! ჩვენ რატომ გამოვედით, ჩემი ახლობლებიც იყვნენ, რომ გამოვიდნენ არ გვინდა რუსეთი. არ გვინდა მონობა, არც ამერიკის, არც რუსეთის და არავის, აი ეს არის ჩემო საყვარელო მეტი არაფერი" - ამბობს დავით ოქიტაშვილი.
„მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია-შეკრებას აანონსებს გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) 30 აპრილს. ანონსის მიხედვით, აქცია 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. სარეკლამო ბანერად აქციისა, რომლის სლოგანია „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“.