"ნაცები ისევ ყელყელაობენ, უნდა აიკრძალონ" - ქეთი დოლიძე
ქართული ოცნების მხარდამჭერი რეჟისორი ქეთი დოლიძე ამბობს, რომ "უცნობის მერ დაანონსებულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის დასასრულებლად მიდის"
როგორც მან ტვ პირველს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა აკრძალულიყო".
"რა თქმა უნდა მივდივარ აბა რას ვშვრები. ეს უბედურება რომ დამთავრდეს ბოლოს და ბოლოს და ნაცებმა, რომ დაინახონ რამდენი ვართ, რომ ამდენი ყელყელაობის მერე აი არ გულაობდნენ ესე ჩვენს თავებზე. ის დიდი ხანია 2012 წელს უნდა აკრძალულიყო, როგორც პარტია, უნდა აკრძალულიყო იმდენი სიბინძურე და იმდენი უბედურება აქვს ჩადენილი 9 წლის მანძილზე, კიდევ ძალიან დიდ ხანს უთმენდა საქართველო. გაბრაზებული იმაზე, რომ დიდი ხანია ნაციონალები კიდევ წამოყელყელავდნენ. "IRI" არა კიდევ ის. სულ არ მაინტერესებს, ვინ არის "IRI" - ამბობს ქეთი დოლიძე.
საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მიერ რეიტინგებს, რაც შეეხება, რეჟისორი ამბობს: "IRI არა კიდევ ის, სულ არ მაინტერესებს, ვინ არის IRI".
„მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია-შეკრებას აანონსებს გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) 30 აპრილს. ანონსის მიხედვით, აქცია 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. სარეკლამო ბანერად აქციისა, რომლის სლოგანია „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“.