"ოცნების" მხარდამჭერი, რომელიც დღეს პრეზიდენტს აკრიტიკებდა, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია
ლიტერატურული კონკურსის "მინიატურას" ორგანიზატორი, ირმა სანაძე, რომელიც საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტს "უმოქმედობის" გამო აკრიტიკებდა, თავის დროზე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.
"პირველებმა" დაადგინა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაბალი რეიტინგით აღშფოთებულმა სანაძემემ სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს შემოწირულობის სახით 1 220 ლარი ჩაურიცხა.
ღარიბაშვილი მეოთხე ადგილზე დააყენეს და სალომე ზურაბიშვილი - მესამე ადგილს, ქალს რეიტინგი საერთოდ არ აქვს და ღარიბაშვილი თავისი პოპულარობის და რეიტინგის პიკშია. ვინ დაიჯერებს ამას ხალხო, ვის დასცინიან წარმოუდგენელი რაღაც ხდება ყველა მიმართულებით. ჩვენ ამას არ გავატარებთ, ამის სათქმელად მოვდივართ, აქციაზე" - ამბობს ირმა სანაძე.