კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა გაასამართლოს სასამართლო, ამას არ დავუშვებთ - თალაკვაძე
"ქართული ოცნება" მომავალ კვირაში კვლავ საპარლამენტო საბოტაჟს აანონსებს. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ სასამართლოს დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.
არჩილ თალაკვაძე პირდაპირ ამბობს, რომ ამ ინიციატივით, კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა გაასამართლოს სასამართლო.
მისი თქმით, ოპოზიცია მწყობრიდან არის გამოსული და მმართველი გუნდი მას არ მისცეს იმის საშუალებას, რომ მოსამართლეების წინააღმდეგ საგამოძიებო კომისია შეიქმნას
ეს ინიციატივა პირდაპირ ემსახურება სამ ამოცანას. პირველი, ეს არის ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სასამართლოს დისკრედიტაცია და კანდიდატის სტატუსის დაბლოკვა ამ გზით. მეორე, ეს არის, მათ სურთ შური იძიონ, იმ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, ვინც მათი ლიდერები გაასამართლა. მესამე, რა თქმა უნდა, მათ სურთ რომ ჩაერიონ სასამართლოს დამოუკიდებლობაში და გარკვეული გავლენა დაიბრუნონ სასამართლოზე.
ამ ინიციატივით, კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა გაასამართლოს სასამართლო. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირეთ და არ დავუჭერთ. ოპოზიცია მწყობრიდან არის გამოსული, დაკარგული აქვს წონასწორობა და აკეთებს აბსურდულ განცხადებებს ხშირ შემთხვევაში, თუმცა ეს არანაირად არ ცვლის ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.