დარწმუნებული ხართ, რომ ეს სწორი ალიანსია? - ღარიბაშვილის CPAC-ში მონაწილეობის გამო კრამონი „ოცნების“ პარტნიორებს მიმართავს

27.04.23 16:40
დარწმუნებული ხართ, რომ ეს სწორი ალიანსია? - ღარიბაშვილის CPAC-ში მონაწილეობის გამო კრამონი „ოცნების“ პარტნიორებს მიმართავს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს და პარტიას მიმართავს კითხვით, რამდენად სწორია საქართველოს მმართველ პარტიასთან ალიანსი და კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (CPAC) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა.

„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) დამკვირვებელი წევრია, რომელიც ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების პროგრესულ ალიანსშია (S&D) წარმოდგენილი.

„ნახეთ? თქვენი პარტნიორი ქართული პარტია მართავს კამპანიას სტივ ბანონის ულტრამემარჯვენე ბანაკთან  და სხვებთან ერთად უნგრეთში… დარწმუნებული ხართ, რომ ეს არის სწორი ალიანსი „პროგრესული“ პარტიისთვის?“ – წერს ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა.

მსგავსი სიახლეები