ამ შეკრებას ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მთელს ოპოზიციას - თალაკვაძე "უცნობის" აქციაზე

27.04.23 17:01
ამ შეკრებას ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მთელს ოპოზიციას - თალაკვაძე "უცნობის" აქციაზე

"ოცნების" ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ "უცნობის" აქციას ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მთელს ოპოზიციას ერთად. 

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის დაძახილზე საზოგადოება უკვე ქუჩაში აღარ გადის, რადგან მთავრობის ოპონენტებმა ხალხის მხარდაჭერა დაკარგეს.

სიმართლე არის ის, რომ სხვადასხვა საკითხზე საზოგადოება იკრიბება, გამოხატავს თავის აზრს თავის პოზიციას და ეს საზოგადოება უკვე, წლებია ყოველთვის არის ბევრად მეტი და ბევრად დიდი ამ შეკრებებზე, ვიდრე მთელი ოპოზიციის მიერ შეკრებილი მხარდამჭერები ერთად. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ რადიკალმა ოპოზიციამ დაკარგა საზოგადოების მხარდაჭერა და მათ დაძახილზე, მათ მოწვევაზე არ მოდის არავინ. მთელი ოპოზიცია, რასაც ვერ კრებს, უბრალოდ მოქალაქეები იკრიბებიან თავისი საკუთარი ორგანიზებით იმაზე ბევრად მეტი და იმაზე ბევრად უფრო ხმამაღლა ამბობენ თავის სათქმელს, ვიდრე ეს შეუძლია ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას" - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

„მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია-შეკრებას აანონსებს გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) 30 აპრილს. ანონსის  მიხედვით, აქცია 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. სარეკლამო ბანერად აქციისა, რომლის სლოგანია „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“.

მსგავსი სიახლეები