"პუტინისტების ყველაზე ამაზრზენი ნაწილი გამოჰყავთ წინა პლანზე" - ბოკერია "უცნობის" აქციაზე
პუტინისტების ყველაზე ამაზრზენი ნაწილი გამოჰყავთ წინა პლანზე - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "უცნობის" აქციას.
ბოკერია ამბობს, რომ რა გზავნილებიც იქნება ამ აქციაზე და რასაც ნახავს საზოგადოება, სწორედ იმ მომავალს უქადის ივანიშვილის რეჟიმი ყველას.
"ძალის დემონსტრირებისთვის აჩვენებენ ხოლმე, გამოჰყავთ ხოლმე პუტინისტების ყველაზე ამაზრზენი ნაწილი წინა პლანზე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქის უთხრას, რომელიც მთელი პატივისცემით მათ მიმართ აქამდე თვლიდა, სხვადასხვა არგუმენტებით, რომ სტატუს-კვო მათთვის მისაღები იყო, ანუ "ოცნება". აი ეგ ხალხია სახე ოცნების. ეგ ახლა, რომ გამოვლენ, რა გზავნილებიც აქვთ, ეგ არის სახე ამ რეჟიმის. ამიტომ ყველა პატიოსან ადამიანს, რომელიც აქამდე პასიური იყო ან თვლიდა რომ არაუშავს ამ სტატუს-კვოს იმიტომ, რომ მაინც ევროპისკენ მივდივართ უნდა შევახსენოთ, რასაც ნახავენ დღეს, მაგ მომავალს უქადის ივანიშვილის რეჟიმი ყველას" - ამბობს გიგა ბოკერია.
„მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია-შეკრებას აანონსებს გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) 30 აპრილს. ანონსის მიხედვით, აქცია 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. სარეკლამო ბანერად აქციისა, რომლის სლოგანია „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“.